საპარკინგე ადგილები ახალი სამშენებლო რეგულაციებით სავალდებულო ხდება

07 თებერვალი 2018, 00:00 2688 ნახვა

ახალი სამშენებლო რეგულაციებით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლები ვალდებული არიან ავტომანქანებისთვის სადგომი მოაწყონ, თუმცა მოთხოვნებს მიღმა რჩება ის მშენებლობები, რომლებზეც ნებართვა 2017 წლამდე გაიცა.

რამდენიმე კორპუსი შეგხვდებათ ქალაქში, რომელსაც მიწისქვეშა ფარეხი აქვს მოწყობილი, უმრავლესობას კი არათუ მიწისქვეშა, არამედ მიწისზედა სადგომიც არ აქვს. პირველი სართულები იყო თავდაპირველ რამდენიმე პროექტში სადგომად გათვალისწინებული, თუმცა იქ ძირითადად კომერციული ობიექტები გვხვდება.

პარკირების პრობლემა თავს განსაკუთრებით ზღვის სეზონზე იჩენს. ადგილი არათუ ეზოებში, არამედ ქუჩებშიც აღარაა. ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ე.წ. ჭაობის დასახლება უნდა გახდეს ინვესტორებისთვის საინტერესო, იქ მიწის ფასი უფრო დაბალია ვიდრე ცენტრში, თუმცა ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ ღია ავტოსადგომების მოწყობა მოუწევთ, რადგან გრუნტის წყლის სიახლოვის გამო გეოლოგები მიწისქვეშა სადგომის  მოწყობას არარეკომენდებულად მიიჩნევენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი