ტყის წელი და 150 ათასი ჰექტრის 109 მცველი აჭარაში

06 თებერვალი 2018, 00:00 2517 ნახვა

ტყის რესურსის დაცვისთვის დაანონსებული რეფორმა და მართვის უფლება აჭარის კონსტიტუციაში – 2018 ტყის წლადაა გამოცხადებული. მკაცრდება რეგულაციები ხეების უკანონო ჩეხვასთან დაკავშირებით.

პრემიერ მინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ არ შეეხებიან შეშით მომარაგების საკითხს მანამ სანამ ქვეყნის ბევრ სოფელსა თუ მუნიციპალიტეტში ეს გათბობის ერთადერთი საშუალებაა, კვირიკაშვილის განცხადებით პარალელურად სახელმწიფომ ალტერნატიულ საშუალებებზე უნდა იზრუნოს.

გაზიფიცირება სახელდება იმ მიზნად რომლის შედეგიც ტყის რესურსის დაზოგვა უნდა გახდეს, ხეების გაჩეხვის შემცირებამ კი მეწყრული პროცესების შემცირება უნდა გამოიწვიოს. ამ ჯაჭვური პრონციპით მოქმედებისა და შედეგის მისაღებად, საქართველოს რეგიონებში ჯერ ტყის რესურსის ინვენტარიზაციაა ჩასატარებელი, აღრიცხვა აჭარაში უკვე დასრულდა.

რეგიონში ახლა დღის წესრიგში ტყის მცველების დეფიციტის შევსება და რესურსის აღსაღდგენად დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად შესრულება დგას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი