იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

05 თებერვალი 2018, 00:00 2734 ნახვა

იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „მილიეტი“ თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებმა სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები მოიპარეს. მათი იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. ისინი იზმირის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი