ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება დღის ბოლომდე ბათუმში. ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება. ხვალიდან ამინდი გაუარესდება და იწვიმებს, მთაში კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 8-13 გრადუსამდე დაიკლებს.
მაღალმთიანეთში ღამით 2-7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები აჭარაში 6 თებერვლიდან ტემპერატურა 18 გრადუსამდე მატებას პროგნოზირებენ.