ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან დაიწყება. შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს ადიგენიდან და ხულოს ცენტრის მონაკვეთიდან ერთდროულად დაიწყებს.
ამ ეტაპზე პრობლემა კვლავ დაურეგისტრირებელი მიწები რჩება, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის განცხადებით იმ მიწის ნაკვეთის მეპატრონეებს , რომლებსაც მიწა საკუთრებაში არ აქვთ, სახელმწიფო კომპენსაციას არა მიწის ნაკვეთში, არამედ იქ არსებულ ცოცხალ ხე მცენარეებში გადაუხდის.
კომპენსაციის გაცემა უკვე მეორე წელია გრძელდება და ამ ეტაპზე საკომპენსაციო თანხა ორ მილიონ ლარს აჭარბებს. ამ ეტაპზე ხულო-ადიგენის დაკავშირებლი გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია და გაზაფხულამდე ყველა ტიპის ტრანსპორტისათვის გადაადგილება აკრძალულია