ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლი მკაცრდება

03 თებერვალი 2018, 00:00 2178 ნახვა

ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი მკაცრდება - ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაა. ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, საეჭვო წარმომავლობის სურსათის რეალიზაციაში გაშვება, მის მფლობელს აღარ შეეძლება.

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების შესაბამისად, პროდუქტი, ვიდრე სალმონელასა და ლისტერიაზე შემოწმდება,  საქონლის მფლობელი ვალდებულია ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, პროდუქცია სხვა საქონლისგან განცალკევებით, საბაჟო საწყობში განათავსოს. კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, იმპორტირებულ პროდუქტში, თუ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი, ერთი წლის ვადით  შეჩერდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი