ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. ცოტა ხნის წინ გონიოს ხიდზე რკინის მოაჯირს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ მედიკოსებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.