დაანონსებული შეხვედრა შედგა. ლაშა კომახიძემ, მთავრობასთან ერთად შემუშავებული პროექტი გააცნო დღეს მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს. იდეის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად გამოისყიდის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს, მოქალაქეებს ალტერნატივას შესთავაზებს, შენობას კი პირობიანი წინადადებით საინვესტიციოდ მოამზადებს.
ლაშა კომახიძემ დღეს კიდევ ერთი ინიციატივა გაახმოვანა ძველი ბათუმის ეზოებთან დაკავშირებით. გეგმა საკმაოდ ამბიციურია, აქვს თუ არა ამის ფინანსური სახსრები მერიას? ხომ არ დაიცლება ძველი ბათუმი ხალხისგან? რა ელით იმ შენობებს, რომლებზეც ნებართვა უკვე გაცემულია და შესაძლოა მომავალში დაანგრიონ? ეს ის ძირითადი კითხვებია, რაც დამსწრეებს ჰქონდათ