ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში რეფორმები. მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე.