ხულოს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა

01 თებერვალი 2018, 00:00 2552 ნახვა

ხულოს საბავშვო ბაღებში დღეს აღსაზრდელები არ გამოცხადნენ და სასწავლო პროცესი  შეწყდა. მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები პრობლემას ელექტრომომარაგებაში არსებულ შეზღუდვებსა და გზებს უკავშირებენ, რომლის გაწმენდაც ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება სკოლებს. 49 საჯარო სკოლიდან 31-ში სასწავლო პროცესი დღეს არ განახლებულა.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს , ხოლო დაბა ხულოში ნახევარ მეტრს გადააჭარბა.

შუახევში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. სამ საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. სასწავლო პროცესი ასევე 15 საჯარო სკოლაში შეწყდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი