ხულოში ერთი მეტრი თოვლი მოვიდა, 2 000 ოჯახი კი შუქის გარეშე დარჩა

01 თებერვალი 2018, 00:00 2739 ნახვა

ხულოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ელექტროენერგია სოფლების დიდაჭარის, ხიხაძირის, დიოკნისის, რიყეთისა და დანისპარაულის, 2 000 მდე აბონენტს არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა ყოველწლიურად აწუხებთ. უხვი ნალექის მოსვლის დროს ელექტროენერგია ითიშება. ოჯახებს კი რამდენიმე დღის განმავლობაში, დენის გარეშე უწევთ ყოფნა.

კომპანია ‘’ენერგო-პრო ჯორჯიას’’ წარმომადგენლის ინფორმაციით, ჯგუფები დაზიანებულ მონაკვეთებამდე ვერ მიდიან, რადგან სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ არის.

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა.

რაც შეეხება გზებს, ამ დროისთვის დაბალი გამავლობის ავტომობილისთვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შეზღუდულია.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელის ინფორმაციით, 14 ერთეული ტექნიკა სხვადსხვა მიმართულებით მუშაობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში