რატომ შეწყდა ახალშენის ბაღის მშენებლობა?

30 იანვარი 2018, 00:00 2726 ნახვა

საბავშვო ბაღი ფერდთან, რომელიც ჩამოიშალა. ახალშენში ბაღის მშენებლობა 3 თვის წინ შეწყდა. მშენებელი ირწმუნება, რომ მიზეზი მეწყრული პროცესების განვითარება გახდა. ამის დადგენას ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ცდილობს.

საქმის მოკვლევა აქვს დაწყებული ხელვაჩაურის მერიას. აქ აცხადებენ, რომ ტერიტორია არ შეუსწავლიათ რადგან, ამას მათ კანონი არ ავალდებულებდა. შესაბამისად, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ტენდერი გეოლოგიური დასკვნის გარეშე გამოცხადდა.  

“ნაციონალურმა მოძრაობამ”  გაავრცელა დღეს განცხადება ამ ბაღთან დაკავშირებით. ოპოზიცია დახარჯულ თანხებზე აპელირებს. როგორც გაირკვა მერიისგან მშენებელს სატენდერო თანხა არ მიუღია და იმ შემთხვევაში თუ დახარჯულ ფულს არ ჩაურიცხავენ, კომპანია “ლადა” სასამართლო დავის დაწყებას აპირებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში