ჩაანაცვლებს თუ არა ყოფილ დიპლომატ ზურაბ პატარაძეს მოქმედი დიპლომატი ლევან დიასამიძე? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისი გადადგომის მსურველებს ვერ გაახარებს და ჯერ-ჯერობით პოსტის დატოვებას არ აპირებს.
ზურაბ პატარაძის თქმით, პროექტების განხორციელებას რომლებიც ამბიციურია, იგი სწორედ მისი მთავრობის შემადგენლობით უხელმძღვანელებს. ჩვენ დავუკავშირდით ლევან დიასამიძეს. იგი გავრცელებულ ინფორმაციას აჭარის პირველი პირის თანამდებობის დაკავების შესახებ არ ადასტურებს.