29 იანვრის მდგომარეობით საქართველოში წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
როგორც ცენტრში აცხადებენ დაავადების ასეთი მაჩვენებელი 2013-2015 წლების შემდეგ არ ყოფილა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვირუსის პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.