ეპიდდაძაბული ფონი - წითელას შემთხვევები მატულობს

29 იანვარი 2018, 00:00 2320 ნახვა

დროული იმუნიზაცია და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მედიკოსებისთვის დროული მიმართვა – ექიმები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აუცრელ მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ.

საქმე ეხება წითელას ვირუსულ ინფექციას. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს 0-დან 1 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვები წარმოადგენენ. ვითარებას მედიკოსები ეპიდ-დაძაბულ ფონს უწოდებენ.

ეპიდემიის საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას, თუმცა მოქალაქეებს მობილიზაციისა და მეტი ყურადღებისკენ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძემ ჩანიშნა სპეციალური ბრიფინგი ხვალისთვის.  გაფრთხილება მთელ საქართველოს შეეხება, თუმცა განსაკუთრებით აჭარას. ბრიფინგია ასევე, ჩანიშნული აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში