''რვაფეხას'' რეაბილიტაცია

29 იანვარი 2018, 00:00 2957 ნახვა

რვაფეხას რეკონსტრუქციის საბაზისო ეტაპი თითქმის დასრულებულია. რესტავრატორებმა უკვე აღადგინეს გამქრალი და დაზიანებული ფიგურები, კონსტრუქციაზე ასეთი დაახლოებით 10 ზღვის ბინადრის მინიატურა იყო.

როგორც ოსტატები ამბობენ, გაზაფხულზე მოზაიკით შეფუთვა დაიწყება, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი და რთული პროცესია.

მხატვარ-რესტავრატორი ილია ფესვიანიძე ვარაუდობს, რომ კონსტრუქციის სრული აღდგენა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ობიექტის აღდგენა-რეკონსტრუქციას ფონდი ''ქართუ'' ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში