თურქეთში ზიკას ცხელების გადამტანი კოღოები გაჩნდნენ

29 იანვარი 2018, 00:00 3539 ნახვა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროვინციების ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის სანაპიროებზე ზიკას ცხელების გადამტანების არსებობა აღინიშნება. გასული წლის ოქტომბერში, აღნიშნულ ტერიტორიებზე მოქალაქეების ინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა დაავადებულს ვირუსი კუბაში მოგზაურობისას შეეყარა - ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალისტები უახლოეს მომავალში ქვეყნის ცენტრალურ რაიონებსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე, კოღოების გავრცელებას ვარაუდობენ. თურქეთის ოფიციალური ხელისუფლება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადსხვა სახის ღონისძიებას ახორციელებს.

ზიკას ვირუსი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე 20-ზე მეტ ქვეყნაში უკვე დაფიქსირდა. ის ზრდასრულებში სიკვდილიანობას არ იწვევს. ერთადერთი იშვიათი გართულება, რომელსაც ექიმები ვირუსს უკავშირებენ გიიენ-ბარის სინდრომია. ეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც დამბლის გამოწვევა შეუძლია.

ზიკა განსაკუთრებით საშიში ორსულებისთვისაა. მედიკოსები ეჭვობენ, რომ ვირუსი ნაყოფის მიკროცეფალიას იწვევს.

რუსეთის "როს-პოტრებ-ნადზორი" მოქალაქეებს თურქეთში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს გავრცელების შესახებ აფრთხილებს. უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მოქალაქეებმა მოგზაურობის დაგეგმვისას არსებული სიტუაცია უნდა გაითვალისწინონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი