ნევროლოგის უფასო კონსულტაცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. 2 დღის განმავლობაში კონსულტაციებს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ჩაატარებს. პროფესორი ზაზა ქაცარავა უკვე 20 წელია ესენის უნივერსიტეტში მუშაობს.
ნევროლოგის უფასო მომსახურებით სარგებლობა მოქალაქეებს 11-დან 17 საათამდე შეეძლებათ.