ქედაში, სოფელ ქოსოფელში მეწყრის შედეგად ჩაკეტილი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს. პროექტის მიხედვით აღდგება სავალი ნაწილი და მოეწყობა გაბიონები.
იგეგმება შიდა გზების კეთილმოწყობა. რისთვისაც 65 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამით, რომელიც მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს უკვე მოეწყო გზა სოფელ გობრონეთში. საუბნო გზების მოშანდაკება-მოწესრიგებისვის მიმდინარე წელს, ქედის მერიას ჯამში 160 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.