7 მილიონ ლარზე მეტია ქობულეთში მერიის დაქვემდებარებაში არსებული 16 სამსახურის 2018 წლის ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტის მთავრობა ორგანიზაციების ოპტიმიზაციას აანონსებს. თვითმმართველობაში 6 “შპს”-ს, და 10 “ააიპ” სამსახურის საქმიანობას სწავლობენ.
ამის შემდეგ კი მათი რაოდენობა განისაზღვრება. ქობულეთის მერის მოადგილის ინფორმაციით ოპტიმიზაციის მიზანი საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და ყველა თანამშრომლისთვის შესაბამისი შრომითი ანაზღაურების გამოყოფაა.