იანვარში წითელას ვირუსით ინფიცირების 74 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. სტატისტიკა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, რადგან შარშან რეგიონში წითელას ვირუსით ავადობის მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.-ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფრომაციაა. რამდენ ბავშვს აქვს აცრილი ქობულეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მონაცემებს მუშაობს.
წითელას ვირუსის სიმპტომებია: მაღალი სიცხე, გამონაყარი და ყელის ტკივილი. მედიკოსები მოსახლეობას ინფექციის მატარებელთან კონტაქტის შემთხვევაში დროული აცრისკენ მოუწოდებენ. 14 წლამდე აუცრელი ბავშვებისა და 40 წლამდე ასაკის აუცრელი ან ნახევრად აცრილი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია უფასოა.