''ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებმა „დრამატულად იკლო“ ამ ფონზე კი ცვლილებების განხორციელება, რომლებსაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს რისკებთანაა დაკავშირებული. ასე ფიქრობენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე იმსჯელეს. საპირისპიროს აცხადებს ირაკლი კობახიძე, რომელიც განმარტავს, რომ დოკუმენტაციაში ასახული ციფრები რომელიც სარეკლამო ბაზარს ეხება სხვა რეალობაზე მეტყველებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესი ვერ მოუტანს ცვლილებას ვერც რეიტინგს, ვერც შექმნის უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. შეხვედრისდარყლების შემდეგ მხარეები შეთანხმდბნენ, რომ მომავალში დასხდნენ მაუწყებლები, ექსპერტები, დარგის პროფესიონალები და იმსჯელონ, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რამდენი უნდა ჰქონდეს დაფინანსება.