მედიკამენტზე ქართული ანოტაციის დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

26 იანვარი 2018, 00:00 2228 ნახვა

მედიკამენტზე ქართული ანოტაციის დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. საკითხი ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა, რომელმაც  საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტად ქცევას მხარი დაუჭირა. თუმცა, კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები, რის გამოც კანონპროექტად დარეგისტრირებამდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაძლო რისკებს შეაფასებს.

გამოითქვა მოსაზრებები, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ანოტაციის წარმოდგენის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ აფთიაქების მფლობელ კომპანიებს, გაეზრდებათ ხარჯები. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით შეიქმნება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფი და საჭირო იქნება დასაბუთებული არგუმენტები ამ საკითხთან მიმართებაში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი