831 შეწყალებული მსჯავრდებული 2017 წელს

25 იანვარი 2018, 00:00 2814 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. ოფიციალური ინფორმაციით, შეწყალების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 539 მსჯავრდებული - აქედან 37 ქალი და 2 არასრულწლოვანი. თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს. 1 მსჯავრდებული კი გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში შეწყალების საკითხთა კომისიის 5 სხდომა გაიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი