ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელვაჩაურის ტერიტორიაზე გახსნილ საბავშვო ბაღებში, საკრებულოს მოქმედი დეპუტატების ოჯახის წევრები, კონკურსის გარეშე დაასაქმეს.
ინფორმაციას პარტია ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები ავრცელებენ და მმართველ გუნდში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობენ.
მათი თქმით, 2016 წელს გახსნილ დაბა ხელვაჩაურის ბაღის დირექტორად, ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ლორთქიფანიძის მეუღლე დაინიშნა.
2018 წელს გახსნილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მმართველი კი, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ჯემალ მუსხაჯბას ცოლია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, სოფელ აჭარისწყლის რწმუნებულის მურმან ცისკარაძის და, კი ამავე სოფელში საბავშვო ბაღის დირექტორად დანიშნეს.
ბრიფინგზე განმარტეს, რომ ყველა მათგანი კონკურსის გარეშე შეარჩიეს.
სააღმზრდელო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე კადრების ნეპოტიზმის ნიშნით დანიშვნას საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს. ნადიმ ვარშანიძე აცხადებს, რომ კადრები პროფესიული ნიშნითა და გამოცდილების მოხედვით შეარჩიეს.