ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში - საჯარო განხილვები იწყება

22 იანვარი 2018, 00:00 2675 ნახვა

აჭარის კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა მაღალმთიანი აჭარიდან  იწყება. პირველი შეხვედრა დღეს  ხულოში 13 საათზე  გაიმართება.

12-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში კვოტები უმაღლეს საბჭოში შემავალი პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა.

ამის გარდა, კომისიაში ჩართულები არიან არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.  რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრები გაიმართება ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აკადემიური წრეების, ახალგაზრდების, ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი