ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას ტერორისტებმა 14 უცხოელი მოკლეს 

22 იანვარი 2018, 00:00 2620 ნახვა

ავღანეთის დედაქალაქში 12-საათიანი სპეცოპერაცია დასრულდა.

სააგენტო ,,როიტერის" ინფორმაციით, ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ ტერორისტებმა ტყვედ აყვანილთაგან 18 ადამიანი მოკლეს. მათგან 14 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. დაიჭრა კიდევ 10. გარდაცვლილთა შორის უკრაინის, გერმანიის, საბერძნეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები იყვნენ.

უწყების ცნობით, პეცრაზმელებმა  ალყაშემორტყმული სასტუმროდან 153 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ,,თალიბანმა" აიღო და განაცხადა, რომ შტურმში 5 მებრძოლი მონაწილეობდა.

ეს ქაბულის კონტინენტთაშორის სასტუმროზე თავდასხმის მეორე ფაქტი იყო. მსგავს შტურმს 2011 წლის ივნისში ,12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი