Human Rights Watch-ის ანგარიში საქართველოს შესახებ

19 იანვარი 2018, 00:00 2328 ნახვა

გახმაურებული თემები რომელთა გამოც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ''Human Rights Watch''-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2017 წელს განვითარებული მოვლენები შეაჯამა. ნახსენებია ბათუმის ბულვარში სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტი. ასევე საუბარია აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებაზე.

საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, რასაც განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მესამე სექტორი.

მედიის თავისუფლების ნაწილში კი საუბარია რუსთავი 2-ზე, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე. აღნიშნულია, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი პროგრამის ტრანსლირება. ანგარიშში დადებით კონტექსტშია ნახსენები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, რომელმაც აღნიშნული გადაცემები საკუთარ ეთერში განათავსა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი