ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შემადგენლობაში მერიის ორი თანამშრომელი აღარ იქნება. აქ განმარტავენ, რომ თანამშრომლებმა საბჭო საკუთარი ნებით დატოვეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, მერიაში რეორგანიზაიციის პროცესიის დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგ ახალ წვერებს აირჩევენ. ნატალია ზოიძის თქმით, არ არის აუცილებელი საბჭოს შემადგენლობაში მერის წარმომადგენლები იყვნენ. ბათუმის საკრებულომ გენდერული საბჭოს შემადგენლობა 2017 წლის დეკემბერში დამტკიცდა, მასში 11 წევრია.