კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ანგრევენ

18 იანვარი 2018, 00:00 5400 ნახვა

ისტორიული სახლის ნაცვლად კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსი - ძველ ბათუმში, ფარნავაზ მეფის 52-ში მშენებლობა იწყება. ამ ეტაპზე შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. 6 სართულიან კორპუსს ''ტვიქს ჰაუსი'' აშენებს. მას მერიის ნებართვა აქვს.

დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი კომპანიამ 2015 წლის შემოდგომაზე შეათანხმა, მშენებლობის ნებართვა კი 2 თვის წინ მიიღო. ისტორიული სახლის ადგილზე კორპუსის მშენებლობის თემაზე, არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს და ის არც სარეკომენდაციოთა სიაში იყო. მერიამ შენობების პასპორტიზაცია 2015 წელს ჩაატარა, თუმცა დოკუმენტში მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე აშენებული  ისტორიული სახლი ვერ მოხვდა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი