ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე პატიმრებს შეხვდება

17 იანვარი 2018, 00:00 2797 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნომერ მესამე პენიტენციული დაწესებულება დატოვა. ცოტნე ანანიძე პატიმრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. დეპუტატი ამბობს რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფებს პერიოდულად ისევ  შეხვდება.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დღეს 15 პატიმარს ესაუბრა.

ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ საკითხების ნუსხა აქვს, რომელსაც შესაბამის უწყებებთან უახლოეს დღეებში გაარკვევს. პატიმრების მოთხოვნები სამედიცინო კვლევებსა და ჩანიშნული ოპერაციების დაჩქარებას ეხებოდა.  ასევე იყო სხვა ტიპის შენიშვნებიც. 

‘’ყოველთვის, ყველა შეხვედრის დროს ამაზე ვიწყებ საუბარს, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის გადაცდომები ადამიანურ და ჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, ადგილი ხომ არ აქვს ფიზიკურ შეურაცხმყოფას?   ჯერ -ჯერობით რაიმე გამოკვეთილ ფაქტს ვერ დაგისახელებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ მსგავსი შემთხვევები, როგორიც წარსულში იყო აღარ განმეორდეს’’ - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი