“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ისტორია, რეალობა და განვითარების გზები” - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ქვეყნის სამ დიდ ქალაქში კვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ბათუმში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი “ბათუმის კორპუსია.” მას ეხება საცხოვრებელ სახლებში ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა სახურავების რეაბილიტაცია, მოძველებული კომუნალური სისტემის შეცვლა, ლიფტების დემონტაჟი, ასევე ეზოების კეთილმოწყობა. ამისთვის შესაბამისი ბიუჯეტია გათვალისწინებული.
აქედან რამდენიმე შემთხვევაში პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ამხანაგობაა პასუხისმგებელი. კვლევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამხანაგობების დიდი უმრავლესობა არ ასრულებს კანონის მოთხოვნებს, რომლის კონტროლი ასევე არავის ევალება. რა რეკომენდაციები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას მერიის და მოქალაქეების მისამართით? ნათია ლომაძე მოგვიყვება.