“შუახევი ჰესზე” სამშენებლო სამუშაოები განახლდა. მიუხედავად იმისა რომ ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა ზაფხულისთვის იყო დაანონსებული და ამის შესახებ მაშინ პრემიერმაც ისაუბრა, ჰესის გახსნა ვერ ხერხდება, რადგან სატესტო რეჟიმის შემდეგ ტექნიკური პრობლემები გამოიკვეთა. ერთ-ერთ ასეთ პრობლემად, სხალთა-დიდაჭარის გადამცემი გვირაბის ჩამოშლა სახელდება.
ტექნიკური პრობლემა შეიქმნა 6 მონაკვეთზე ასევე შუახევი-დიდაჭარის მიმართულებით. მოსახლეობა ფიქრობს აქაც გვირაბია ჩამოშლილი და ხელახალი სამუშაოები სოფლებს კიდევ უფრო დააზარალებს. “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლები შეხვდნენ დღეს მოქალაქეებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ საფრთხე არავის ემუქრება.