პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ ექთნებს ხელფასი გაეზარდათ. სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
მაღალმთიან რეგიონში დასაქმებული ექთნები დამატებით 150 ლარს, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მომუშავე პერსონალი კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს. ანაზღაურება 110 ექთანს ეზრდება.
ხელფასს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო გასცემს. სიახლისა და პროგრამების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი დღეს მედიკოსებს ესაუბრა.
შეხვედრაზე ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებებიც გაფორმდა. სამინისტრომ გასულ წელს სოფლის ექიმებს გაუზარდა ანაზღაურება. წელს პროგრამის ბიუჯეტი 429 ათას 600 ლარია.