საქართველოში 60% მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია

16 იანვარი 2018, 00:00 2543 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით მოქალაქეების 60%, კითხვაზე თვლიან თუ არა თავს დასაქმებულად -  პასუხობენ, რომ არა. გამოკითხული მოქალაქეების 40% ამბობს, რომ დასაქმებულია.  

ოდნავ განსხვავებული ვითარებაა  ქალაქებში, სადაც  46% მიიჩნევს რომ დასაქმებულია, სამუშაოს გარეშეა დარჩენილი კი 54%.

ცალკე ჩატარდა გამოკითხვა უმცირესობათა დასახლებებში, იქ უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია. გამოკითხული მოსახლეობის 72 % მიიჩნევს,  რომ დაუსაქმებელია,   27%  კი დასაქმებულია.

რაც შეეხება სოფელებს, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% თვლის თავს დასაქმებულად, 58% კი ამბობს, რომ სამსახური არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები  29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში,  საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი