ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის გენერალურ კონსულს ხვდება - ინფორმაციას აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ბესო ლილუაშვილი ადასტურებს. ზურაბ პატარაძე მაგბულე კოჩაკსთან ქვეყნებს შორის საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციის შესახებ საუბრობს.
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რეგიონის პირველი პირი, თურქულ მხარესთან აუდიენციას გეგმავდა.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დილიდან აქციის მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ცნობილი გახდა, რომ დღის მეორე ნახევარში ზურაბ პატარაძე მოქალაქეთა ჯგუფს შეხვდება.
თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი, 1 იანვრიდან გამკაცრდა.
ქვეყენაში მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება, ანუ იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ღამით თურქეთში არ რჩებოდნენ და საქართველოში იმავე დღეს ბრუნდებოდნენ, ასეთი 90 დღის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ. უფრო ზუსტად კი მათ ამისთვის ბინადრობის უფლება, ან სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.