ზურაბ პატარაძე თურქეთის კონსულს შეხვდება

15 იანვარი 2018, 00:00 3968 ნახვა

თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქულ მხარეს შეხვდება. ზურაბ პატარაძის თქმით, თურქეთის გენერალურ კონსულთან აუდიენცია უახლოეს დღეებში შედგება.

თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან, საზღვრის კვეთა და ქვეყენაში მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება, ანუ იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ღამით თურქეთში არ რჩებოდნენ და საქართველოში იმავე დღეს ბრუნდებოდნენ, ასეთი 90 დღის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ, უფრო ზუსტად კი მათ ამისთვის ბინადრობის უფლება, ან სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.

საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება მათ დააზარალებს.

სამუშაო ვიზის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ხელშეკრულება, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ფოტოსურათი ბათუმში თურქეთის საკონსულოს უნდა წარუდგინონ. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა კი შესაბამის ქვეყნებში არსებულ საკონსულოებს, რადგან ახალი რეგულაცია მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეხება თურქეთის ყველა გამშვებ პუნქტს და ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი