მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა

13 იანვარი 2018, 00:00 1936 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 20 მარტს მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

ამავე წლის 30 მარტს ფიცის დადების დღიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე აირჩიეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი