სტუდენტური ორგანიზაციის ,,ეი ელ თი ბი დი”-ის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს ერთ ლარად ყავასა და ჩაის სთავაზობდნენ. მანამდე იგივე აქცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოეწყო.
აქციიდან დაახლოებით 300 ლარი შეგროვდა. ამ თანხით ახალგაზრდები ხელვაჩაურში მცხოვრებ 80 წლის მარტოხელა კადრია წითელაძეს დაეხმარებიან.