სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პიროვნება დააკავეს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებულისგან 28,388 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთიდან უკანონოდ შემოიტანა.