სააკაშვილი უსაფრთხოების სამსახურში დაკითხეს

10 იანვარი 2018, 00:00 1949 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში 2 საათნახევარი გაგრძელდა. თუმცა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, შენობაში პოლიტიკოსმა 4 საათი დაჰყო. პარტიის ,,ახალი ძალების მოძრაობა" ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკითხვაზე ყველა კითხვას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და მისი მხარდამჭერების აქციებს ეხებოდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის დაკითხვებზე სიარულს განაგრძობს, თუმცა ამავდროულად ახალი ხელისუფლების შესაქმნელად ხალხის საპოვნელად, უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს. ოდესის ოლქის ექს - გუბერნატორის თქმით, მისი საქმით დაინტერესებული უკრაინის მთავრობა, ქვეყანაში ჩადენილი მთავარი დანაშაულებების გამოძიებას გაურბის, როგორიცაა გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლა და მაიდნის მოვლენები. პოლიტიკოსი ,,დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამოქმედებისა და მათი მოქმედებების დამალვის" საქმის ფარგლებში დაკითხეს.  საქმე ეხება 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებსაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი