საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით ბრიგადებს ახალი მეთაურები ჰყავს. ეს პოსტები ვიცე-პოლკოვნიკებმა კობა გრიგოლიამ და მალხაზ კალმახელიძემ დაიკავეს. მეთაურების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ.