ხის გადასატანად გზა საკულტო ნაგებობასთან გაიყვანეს

08 იანვარი 2018, 00:00 3547 ნახვა

მაგნოლიის ხეების გადატანა მიმდინარეობს მახინჯაურში, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოსთან. სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ტერიტორიაზე დროებითი გზა გაიყვანა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, სამუშაოები საკულტო ნაგებობის ეზოს დააზიანებს. ხეების გადატანის გამო პრეტენზიები არ აქვთ წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში, აქ   სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დეკანოზმა ვახტანგ გოგოლაძემ  ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ გადატანასთან დაკავშირებით მათ წინასწარ აცნობეს და დაზიანებული კიბის აღდგენასაც დაჰპირდნენ.

მახინჯაურიდან ხეების გადასატანად  გვირაბში გამავალ ლიანდაგზე სპეციალური გადასასვლელიცაა მოწყობილი, რისთვისაც, როგორც საქართველოს რკინიგზაში გვითხრეს კომპანიას მომსახურების საფასური აქვს გადახდილი. ირწმუნებიან რომ მატარებლის გადაადგილებას ხელი არ შეეშლება. ქალაქის მერიაში პასუხისმგებლობას იცილებენ, რადგან ტერიტორია კერძო საკუთრებაა. კომპანიაში „აჭარის კურორტები“ გვეუბნებიან, რომ სამუშაოები შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე სრულდა. აჭარიდან დენდროლოგიურ პარკში პირველად ტიტის ხე 2016 წელს გადაიტანეს. მას შემდეგ სხვადასხვა კომპანიის მიერ რეგიონიდან რამდენიმე ათეული ხე გადაირგო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი