საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. შემადგენლობის ნახევარზე მეტი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები არიან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელი ორგანოა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1997 წლიდან ფუნქციონირებს.