საშობაო ალილო ბათუმში

07 იანვარი 2018, 00:00 3849 ნახვა

ალილოს მსვლელობა ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და სასტუმრო “ლეოგრანდის” შენობასთან დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა გარდაცვლილი ახალგაზრდების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მანამდე კი შობის მახარობლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს. 

მეალილოეებმა საშობაო საგალობლებით მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცეს. მსვლელობას შეუერთდნენ მერიისა და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს.  ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია- პანსიონისა და წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარებს დაურიგდება. ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნის ტრადიცია 2000 წელს, ილია მეორის ინიციატივით აღდგა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი