სახეშეცვლილი ძეგლის დაცვის ზონა ბათუმში. ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ჯერ კიდევ ორი წლის წინ ძველი იერსახე შენარჩუნებული იყო, თუმცა არაერთი 2 სართულიანი ისტორიული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ ახლა 7 სართულიანი კორპუსები და კომერციული ობიექტები გვხვდება.
ბოლოს ამ კვარტალში შენობა გუშინ დაანგრიეს, აქაც 7 სართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება. ნებართვა დემონტაჟზე გიორგი ერმაკოვის მერობის დროს ოქტომბერშია გაცემული, ახლის მშენებლობაზე კი დეკემბერში, ანუ ლაშა კომახიძის პერიოდში. ფაქტს საზოგადოება “ბათომი” აპროტესტებს.