არაინფორმირებულობა და ბავშვის უფლება გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში – გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუკში გავრცელებულ ვიდეოს. ვიდეოში ჩანს, როგორ აწევინებენ 3 წლის ბავშვს თამბაქოს.
ოჯახში უკვე იმყოფებოდა სოციალური მუშაკი. საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ პრობლემა სახელმწიფოშია, რომელიც არ აცნობს ოჯახებს ბავშვების უფლებებს და არაფერს აკეთებს მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.