საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებს. პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ კანონი შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის კუთხით გასამკაცრებელია.
არასამთავრობო სექტორს პრეტენზიები აქვს, მათი ვარაუდით, ინიციატივის მიღებას პარლამენტი აჭიანურებს. რასაც არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა.