ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, სასწავლო-საწვრთნელი გემი “კადეტი” გადაეცა. დღეიდან აკადემიის სტუდენტებს საზღვაო პრაქტიკის გავლა უკვე ბათუმში შეეძლებათ. ცერემონია ნავსადგურში გაიმართა. მცურავი საშუალება საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებითაა აღჭურვილია.
სემესტრის განმავლობაში საზღვაო პრაქტიკას 40-50 სტუდენტი გაივლის. აკადემიას 90 წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ ჰყოლია. ვიდეომასალა აჭარის მთავრობის პრესამსახურმა გაავრცელა.