სოციალური დაცვის მიმართულებით ყველა არსებულ პროგრამას გააგრძელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. წელსაც იმუშავებს ორი სოციალური სახლი.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ახალი სავარძლები, სმენის აპარატები და სხვა ინვენტარი გადაეცემათ. ამუშავდება აუტისტური სპექტრის ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელშიც სამინისტრო თითოეულ ბავშვს თვეში 300 ლარიან მომსახურებას დაუფინანსებს.